ნოემბერში მწვანილი 85%-ით, ნიორი კი 62%-ით გაძვირდა – რომელია ტოპ 5 გაძვირებული საქონელი?

გასულ თვეში ფასები წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა.
ნოემბერში გაძვირებული ტოპ 5 პროდუქტი შემდეგია:
– მწვანილი – 85%
– ნიორი – 62%;
– პომიდორი – 49%;
– კიტრი – 45%;
– წიწაკა – 43%.