გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, თუმცა ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება

გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, თუმცა ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება
გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლარის კურსმა უკვე დაიწყო დასტაბილურება და ეკონომიკის განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
„გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. თქვენ იცით, რომ ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, ბუნებრივია. ხედავდით, რომ იყო მოკლევადიანი გავლენა ლარის კურსზე, თუმცა, როგორც კი ძალადობა დასრულდა, მაშინვე დაიწყო კურსის ქვემოთ ჩამოსვლა და დღეს ხედავთ, რომ უკვე რამდენიმე თეთრით არის ქვემოთ ჩამოსული ის კურსი, რომელიც ზემოთ ავიდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში, გამოვიარეთ „ნაცმაიდნის“ 4 მცდელობა და თითოეული მცდელობის პირობებში კურსი ადიოდა ზემოთ, თუმცა როგორც კი და დასტაბილურდებოდა ვითარება, მაშინვე ჩამოდიოდა კურსი ქვემოთ და აქაც ვხედავთ იმავე ვითარებას.
ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, რა თქმა უნდა, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ, წელს, გვაქვს 10 თვის მონაცემებით 10 %-იანი ზრდის მაჩვენებელი, პირველ ადგილზე ვართ ევროპასა და ფართო რეგიონში და წლის ბოლომდე ძალიან მაღალი მაჩვენებლით მივალთ. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალ წელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში