ევროპულ ტექნოლოგიურ სტარტაპებში დაბანდებული კაპიტალის მოცულობა 2023 წელს 45 მილიარდ დოლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ნათქვამია სარისკო კაპიტალის კომპანია Atomico-ს ანგარიშში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მოსალოდნელი მაჩვენებელი 55%-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით, როდესაც ინვესტიციების მოცულობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ დოლარს. 2022 წლის ბოლოს ევროპული ტექნიკური სტარტაპებში ინვესტირებულმა კაპიტალმა 82 მილიარდი დოლარი შეადგინა. შემცირების მიზეზებს შორისაა, ის რომ კომპანიები სახსრების მოზიდვას აჭიანურებდნენ.
„ზოგიერთი სტარტაპი, რომლებმაც 2021-2022 წლებში დიდი თანხები შეაგროვეს იმისათვის, რომ მილიარდი დოლარის ფასისთვის მიეღწიათ დაინახავენ, რომ მათი ფასი მილიარდ დოლარს ქვემოთ დაეცემა“, – განმარტა Atomico-ს პარტნიორმა ტომ ვემაიერმა.
Atomico წერს, რომ 2018 წლიდან 2022 წლამდე, ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, 257 ევროპულმა ტექნიკურმა კომპანიამ მიაღწია მილიარდ დოლარს. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაფინანსების ამჟამინდელი მოცულობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით მეტი იქნება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, Atomico ელოდება, რომ ევროპული სტარტაპების რაოდენობა 41 000-დან 66 000-მდე გაიზრდება, ხოლო სტარტაპები, რომლებმაც მინიმუმ 20 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლეს, გაორმაგდებიან 8000-მდე.