ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $124.5 მილიონი შეისყიდა – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეზერვების შესყიდვებმა გასულ წელს რეკორდული 1.28 მლრდ დოლარი შეადგინა, შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა მნიშვნელოვანი ხარჯვა, თუმცა ნოემბერში 124.5 მილიონი დოლარის შესყიდვა მაინც მოხერხდა.
„ოქტომბერში მაღალი გაურკვევლობის ფონზე ხორციელდებოდა ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით. თუმცა, ასეთი მსხვილი ტრანზაქციები მასობრივ აჟიოტაჟში რომ არ გადაზრდილიყო და არ მომხდარიყო ამის დომინოსავით ფართოდ გაშლა, ამ სებ-მა განახორციელა ინტერვენციები, რისი სრული უფლებაც ჰქონდა.
ნოემბრიდან სიტუაცია ბაზარზე შეიცვალა და ამან მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო რეზერვების შევსება. განვაახლეთ შევსება და ნოემბრის განმავლობაში წმინდა შესყიდვამ 124.5 მილიონი დოლარი შეადგინა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
