– გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – მათმა შიდა დაპირისპირებებმა და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა

გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – მათმა შიდა დაპირისპირებებმა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზორგანიზაციამ და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია.
„გუშინდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეები დგანან მტკიცედ და მოქმედებენ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში.
თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია რაც გვიჩვენებს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში რესურსი აღარ დარჩათ.
ახლა ერთადერთი, რაც მათ აიმედებთ არის ის, რომ ქუჩაში არ გამოვიდეს ბევრი ადამიანი, დავიღალოთ და სახლში დავრჩეთ, რაც დაუშვებელია.
გამარჯვება ძალიან ახლოსაა, ბრძოლა ბოლომდე!”- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე