2 ფინური კომპანია რუსეთში 3500 დრონის ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი

2 ფინური კომპანია რუსეთში 3500 დრონის ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი
ორი ფინური კომპანია რუსეთში დრონების გაგზავნაშია ეჭვმიტანილი, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირის სანქციებს დაექვემდებარონ.
ამის შესახებ ფინური მედია ფინეთის საბაჟოების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებს შეეძლოთ მეზობელ ქვეყანაში 3 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განეხორციელებინათ, საუბარია 3500 დრონზე.
ფინელი მებაჟეები აღნიშნავენ, რომ საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, საქონელი სხვა ქვეყანაში იყო გაგზავნილი, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ის რუსეთში აღმოჩნდა.
დეპარტამენტში ასევე ეჭვობენ, რომ კომპანიების უკან ერთი ადამიანი დგას, საქმეზე კიდევ ექვსია ეჭვმიტანილი.
საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქმე, რომელიც საბაჟო სამართალდარღვევათა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტისთვის მიმდინარეობს, სასამართლოში მიმდინარე თვეში წავა.
მედია ასევე იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სანქციების ახალი, მეთორმეტე პაკეტის განხილვისას ეწინააღმდეგებოდა დებულებას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მთელი რიგი ევროპული საქონლის რეექსპორტს რუსეთში.