ერთი-ორი ასეთი “წარმატებული” ვიზიტი ამერიკაში და ხაბეიშვილი რომ ჩამოვა, მხოლოდ მძღოლი და ოფის მენეჯერი დარჩება “ნაციონალურ მოძრაობაში”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ უბრალო პაიკია.
“ხაბეიშვილი არაფერს წარმოადგენს და მორიგი პაიკია, რომელიც კეზერაშვილის და სხვების მიერ არის იქ დასმული, სადაც არის. მელიას ჰქონდა პრობლემა იმ ადამიანებთან ვინც უარი უთხრა ძალაუფლების განაწილებაზე თუ გაყოფაზე. შესაბამისად, მას ამის მერე გაუჩნდა პროტესტი. ენმ-ში რაც ხდება, ს განცხადებებიდან გამომდინარე, ეს არის ის ნაძარცვი ფული, რომელსაც ვერ იყოფენ,”- აცხადებს ღუდუშაური.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხაბეიშვილს ამერიკაში ვიზიტი ძვირად დაუჯდა.
“ხაბეიშვილს ამერიკაში ერთი ვიზიტი ძალიან ძვირი დაუჯდა, პრაქტიკულად დაენგრა მაგ დროს პარტია. ერთი-ორი ასეთი “წარმატებული” ვიზიტი ამერიკაში და ხაბეიშვილი რომ ჩამოვა, მხოლოდ მძღოლი და ოფის მენეჯერი დარჩება ენმ-ში,”- გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაში არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი – არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა, ნონსენსია, რომ შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას

რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან

პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის, უკვე 13 წელია, ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ, ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული