საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მომზადება დავიწყეთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით სანქციების მომზადება დაიწყო.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბიძგებს ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ამ სახელმწიფოს არ ეხება.
„უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებენ და როცა მოსკოვი აქებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს ნათლად განსაზღვრავს, ვისთვის მუშაობენ ისინი თბილისში და ვისთვის არბევენ საპროტესტო აქციებს, რა თქმა უნდა, არა საქართველოსთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამზადებს „სამართლებრივ რეაქციას“ და პარტნიორებთან ერთად კონკრეტულ ქმედებებზე მუშაობს.
„მე დავავალე შესაბამისი სანქციების მომზადება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
1tv.ge