სჭირდებოდათ პარტიის თავმდჯომარე, რომელიც მათ ყველა ინტერესს გაითვალისწინებდა, შესაბამისად ნიკა მელია აღმოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი-დავით ლაგვილავა

ნიკა მელია წავიდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დაანონსა. ცნობილია ისიც, თუ ვის სურს ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარესთან სამომავლოდ თანამშრომლობა.
მელიასთან გაერთიანებას მისი ყოფილი თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, თუმცა საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
მოქმედი მენეჯმენტი კმაყოფილია. ფიქრობენ, რომ მელიას წასვლა შიდა დაპირისპირებასაც დაასრულებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ გუნდისთვის იყო ხელისშემშლელი ფაქტორი.
“ეს იყო ერთგვარი სპეცოპერაცია – ყველა მინუს ნიკა მელია. ნიკა მელია არის ცალკე დამოუკიდებელი პიროვნება. სჭირდებოდათ პარტიის თავმდჯომარე, რომელიც მათ ყველა ინტერესს გაითვალისწინებდა, შესაბამისად ნიკა მელია აღმოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი,”- აცხადებს დავით ლაგვილავა.

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად