თეონა აქუბარდია – მოქმედებათა ერთობლიობითა და ახალი არჩევნების გზით ჩვენ ამ ქვეყანას კონსტიტუციის სივრცეში დავაბრუნებთ

მოქმედებათა ერთობლიობითა და ახალი არჩევნების გზით ჩვენ ამ ქვეყანას კონსტიტუციის სივრცეში დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვერის შემდეგ განუცხადა.
აქუბარდიას შეფასებით, ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო.
“ჩვენ ახალი ხარისხის ავტორიტარიზმს ვხედავთ, რომლის გამოვლინება იყო პარტიების ოფისებისა და სამოქალაქო არტივისტების სახლების ჩხრეკა და მთელი ის უკანონობა, რაც პირდაპირი ეთერით ვუყურებთ.
ეს პროტესტი ორგანიზებულია ხალხის მიერ და ყველანი ერთად იმ კონსტიტუციას ვიცავთ, რომელიც ხალხს თავზე ბიძინა ივანიშვილმა გადაახია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი