შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს.
მისი დაკავება სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან“ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული.
“ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ პროვოკატორები. ე.წ. ტიტუშკები, თუმცა მათ პროვოკაციას არავინ წამოეგო. ალეკო ელისაშვილი სრულიად მშვიდად გამოვიდა, რა დროსაც მასთან სპეცრაზმის ჯგუფი მივიდა და ძალის გამოყენებით გაათრიეს“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პარტია “მოქალაქეების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ გედევანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა