ოპოზიციის დასარბევად გომელაურმა გაუშვა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მელიამ უკბინა

ოპოზიციის დასარბევად გომელაურმა გაუშვა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მელიამ უკბინა
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” , ოპოზიციის დასარბევად გომელაურმა გაუშვა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მელიამ უკბინა.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მირიან ქავთარაძე პოლიციის ის მაღალჩინოსანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ გლდანში ოპოზიციასთან ჩხუბის დროს მას ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ უკბინა, რა დროსაც სულიერი ტკივილი განიცადა.
საჯარო სივრცეში არსებული მტკიცებულებებით, მირიან ქავთარაძე კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფი პოლიციის მაღალჩინოსანია.
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა ფოტო, რომელიც ზაფხულში რაჭაშია გადაღებული, სურათზე ქავთარაძესთან ერთად, ნახალოვკელი ე.წ. ავტორიტეტი, “კაწროა” გამოსახული.
მირიან ქავთარაძე სისტემაში ერთ ერთი გავლენიანი პოლიციელია, მან კონსპირაციულ ბინაში დააკავა, მაშინ რიგით პოლიციელს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მეტოქის აყვანა დაუფასეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
ცოტა ხნის წინ, სასტუმროსთან “პირველებმა” გადაიღო ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი, გიორგი პირველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ