ჯო უილსონი: სახდეპმა უნდა დაიწყოს კალაძისა და გომელაურის სანქცირებით

-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს და ვახტანგ გომელაური.
„საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკარგა დემოკრატიის ხილვადობაც კი და ახლა აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
-მ ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით. ახლა თუ არ ვიმოქმედეთ, ოცნება განაგრძობს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის ესკალაციას იმ დონემდე, რომელიც ათწლეულებია ამ ქვეყანაში არ გვინახავს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაუწესოს პერსონალური სანქციები თბილისის მერს, შს მინისტრს და ყველა სხვა ოფიციალურ პირს, ვინც პასუხისმგებელია. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგეი ლავროვი – საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება, მათ ესმით, რომ ევროკავშირში წევრობით ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის