– არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!

არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს! არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული, – ეს განცხადება “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური გაერთიანებების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ხაზარაძის თქმით, ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება და ყველას საერთო მიზანია იმ მარწუხებისგან გათავისუფლება, რაშიც ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა.
“დაიგეგმა პროვოკაციები. დაგეგმილი პროვოკაციების მიუხედავად, გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა დაზარალებული და დაჩეხილი ახალგაზრდები დავიცვათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან!
ასევე გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან. ქვეყანაში ამყარებს ტერორს. ტერორის დამყარების და საქართველოს რუსეთში შეთრევის უფლებას არავის არ მივცემთ.
დღეს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა – ევროკავშირთან გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა, -მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა, ქართული ოცნების რუსულმა ხელისუფლებამ სპეცოპერაცია ჩაატარა და ხალხის ხმა მიითვისა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. ეს ქვეყანა ან იქნება დამოუკიდებელი, უსაფრთხო, მშვიდობიანი, ძლიერი ევროკავშირის წიაღში, სადაც ჩვენს იდენტობასა და საქართველოს დავიცავთ ან იქნება რუსულ ჭაობში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ