ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს

ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები კვლავ მერიასთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა მერიასთან გალიაში ჩასმული ს ფიტული წარწერით: ” რაც გინდათ, ის დაუძახეთ”, მიიტანეს
როგორც შეკრებილები ამბობენ, არ შეეგუებიან „ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და ქვეყნის გარუსებას“. ისინი, ასევე, გამოეხმაურნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და განაცხადეს, რომ ეს „ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებია“.
მათ მსვლელობით ბაგრატის ტაძართან გადაინაცვლეს, მსვლელობა სხვა ქუჩაზე გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!