ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად – პაველ ჰერჩინსკი

ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დადებითად აფასებენ ავსტრიისა და ევროკავშირის ელჩები. დიპლომატები იმედოვნებენ, რომ გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად ლიდერები ერთსულოვნების მიღწევას შეძლებენ.
“გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. კონსულტაციები გრძელდება, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად,”- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის არასრულფასოვნებისა და წაგებულის კომპლექსის თავს მოხვევის მცდელობები განწირულია მარცხისთვის, რადგან ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებს