ევროპის მოედანზე მიმდინარე მარშს ეხმაურებიან უმრავლესობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ოპოზიცია ახლა თავლთმაქცობს და მთავრობის მიღწევების საკუთარ თავზე მიწერას ცდილობს. მარშს უერთდება სალომე ზურაბიშვილიც.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ოპოზიციამ რადიკალურად შეცვალა თავის პოლიტიკა და ხალხის დასანახად, თვალთმაქცურად უჭერს მხარს და ლობირებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
“ოპოზიციური სპექტრში სალომე ზურაბიშვილთან ერთად, მას მერე რაც თვალყურს ადევნებენ, რომ საქართველოს მიმართ გადაწყვეტილება პოზიტიურად იქნება მიღებული, სახელმწიფოს და მთლიანად ჩვენ ხელისუფლების და ხალხის ძალისხმევა რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, უკვე დადებითად გადაწყდება, ახლა ისინი რადიკალურად ცვლიან თავის პოლიტიკას და ხალხის დასანახად და თვალთმაქცურად უჭერენ მხარს და ლობირებენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ გვახსენდება მათი რეალური ნაბიჯები, როდესაც ისინი დადიოდნენ სხვადასხვა ევროსტრუქტურებში და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არ ერიდებოდნენ განცხადებებს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ ყველაფრის ფონზე, ვინმესთვის თუ არის დამაჯერებელი დროშების ფრიალი და მჯიღების გულზე ცემა, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები საერთოდ მოწყვეტილები არიან რეალობას,“ – ამბობს ნინო წილოსანი.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს, ის შედეგი, რასაც სტატუსის მიღება ჰქვია, თავის თავზე მიიწეროს.
“ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, არის კარგი, მაგრამ აქ მთავარია, რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ უკანასკნელ პერიოდში დავინახეთ რიგი ოპოზიციური პლატფორმების მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ მიდიოდა რაღაც პარაზიტირება ამ შედეგზე, რასაც ჰქვია სტატუსის მინიჭება. ამიტომ, ახლა ჩვენი ოპონენტები იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ რეალურ ინტეგრაციას ინტეგრაციას შეუწყონ ხელი, იმუშაონ ჯგუფებში, როგორც მოგვიწოდებენ და დეპოლარიზაციისკენ გადადგან ნაბიჯები, არამედ, იმ შედგეს, რასაც სტატუსის მიღება ჰქვია, როგორ მიიწერენ, ეს არის მათი მთავარი საზრუნავი,” – აცხადებს ბექა დავითულიანი.