მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილზე – როგორ შეუძლია თანამდებობის პირს, მოუწოდოს ბავშვებს ქუჩებში გამოვიდნენ – ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო

ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“, კომენტარი გააკეთა.
„როგორ შეუძლია როგორც თანამდებობის პირს, კერძო მოქალაქეს, ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საქმე ადამიანებზე ზრუნვაა, მოუწოდოს ბავშვებს, რომ ქუჩებში გამოვიდნენ, რადგან ახლა მათი პროტესტის ჯერი დადგა. ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე. ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო. ასეთი ხალხი ნამდვილად არ მინახავს“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია ის, თუ „როგორ შეიძლება () ვერ ხედავდეს, რომ ქუჩებში “პოგრომებია”, „მოლოტოვის კოქტეილებია“, ჩხუბია და სახლებში შეიძლება უფროსებიც არ დაბრუნდნენ“.
მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ქართული საზოგადოების რეაქციით, კერძოდ, „პასუხისმგებლობითა და აზრის სიცხადით, რომელიც ყველა განცხადებაში ჟღერდა ზურაბიშვილის ასეთი დანაშაულებრივ-ავანტიურული ზრახვების უკიდურესი დაგმობისას“ გაოცებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს