ჟურნალისტ ბენ იაკობსის ინფორმაციით, “ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი პსჟ-ში გადასვლაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
მისი ინფორმაციით, პარიზული გუნდი 2025 წლის ზაფხულში ეგვიპტელის დამატებაზე საუდის არაბეთის გუნდებთან კონკურენციის გაწევას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ სალაჰს ამ სეზონის ბოლოს “ლივერპულთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.