თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე აღარ წარადგინეს

თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე აღარ წარადგინეს
კობახიძის მთავრობა ღარიბაშვილის დროინდელი კადრებისგან იცლება. ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას თამარ გაბუნია ტოვებს. ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მ „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე” თამარ გაბუნია მის მოადგილედ აღარ წარადგინა. სარჯველაძის მოადგილეებად თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნენ.
შეგახსენებთ, თამარ გაბუნია პოსტსს 2019 წლიდან იკავებდა.
ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი – დაინიშნენ.
მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.
მ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია