აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ „მედიკამენტოზურ ძილშია“

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაშავებულს უგრძელდება „მედიკამენტოზური ძილი“:
„სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია“, – თქვა ნინო ხარაიშვილმა 4 დეკემბრის დილას.
ალექსი თირქიას დემონსტრაციის დაშლისას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, 3 დეკემბერს, ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსულა.
ბიძის ინფორმაციით, ბიჭს მხედველობა დაზიანებული არ აქვს, მაგრამ ქსოვილების აღსადგენად ოპერაცია შეშუპების გამო შეჩერდა.
3 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა, მ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო დაშავებული 21 წლის ბიჭის საზღვარგარეთ მკურნალობის პასუხისმგებლობას აიღებს. თუმცა, მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 ადამიანი. მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია.
დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი