გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში “იუვენტუსმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში “პარტენოპეის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია “ბებერი ქალბატონების” მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
გამოუყენებელი მომენტის გამო, “კვარა” იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.
“შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა” – Eurosport-ი.
“ნაპოლის” კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
შანსი გაანიავა” – La Gazzetta dello Sport-ი
“სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. “კვარას” გაფუჭებული მომენტის გამო, “ნაპოლიმ” მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა” – Tuttonapoli.
“ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა” – Sportmediaset-ი.
“გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა” – Football Italia
„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.
იტალიელებზე უსამართლო და ბოღმიანი გულშემატკივარი სხვა არ მახსენდება: დაივიწყეს ყველაფერი თვით ნეაპოლში და მარადონას დაუნგრიეს კარიერა 1990 ნახევარფინალის მერე, თვით რობერტო ბაჯო გაწირეს 1994 ფინალში პენალტის აცილების გამო, მიუხედავად იმისა რომ მან მიიყვანა ფინალამდე და კარიერაც გაუფუჭეს ბოლომდე. ნაპოლის კრიზისის სიმბოლო ვინც არის იმის დაწერას როგორ გაბედავენ, კვარა კი წავა სხვა ვუნდში და ვნახოთ რა ვარსკვლავებს მოწყვეტს ნაპოლი.