“მარიო პიუზოს რომანი და კოპოლას ფილმი “ნათლია” ხომ გახსოვთ ? იქ არის ერთი ეპიზოდი, როცა მაიკლს დონ ვიტო აფრთხილებს, რომ ვინც სამშვიდობო წინადადებით მოვა, იცოდე ის იქნება გამყიდველიო. ასეც მოხდა და ოჯახის მეგობარი ტესიო აღმოჩნდა მოღალატე.
რატომღაც ეს ეპიზოდი გამახსენდა იმ შეთავაზებაზე რაც პრემიერმა გააკეთა. მოდით ვისაუბროთო.
ჰოდა, ვინც იქ მივა, ის იქნება ტესიო,” – წერს სოციალურ ქსელში დიპლომატი მამუკა გამყრელიძე.