“ერთ მატჩსაც კი ვეღარ ვიგებთ” – გვარდიოლა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან მისი გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი გამოსვლის შესახებ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, ეს ყველაფერი ზედმეტმა თავდაჯერებულობამ გამოიწვია.
“ადრე ვფიქრობდით, რომ ძალიან კარგები ვიყავით, ეს პერიოდი ჩემთვის გამოწვევაა, რათა საკუთარ თავს დავუმტკიცო თუ რა კარგი მწვრთნელი ვარ, ერთ მატჩსაც კი ვეღარ ვიგებთ, სიტუაცია მალე უნდა გამოვასწოროთ”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში