პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის უკვე გადაკეტეს.
მათ ადგილზე საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით- “სიყვარულით ვდგავართ… ვერ შეგვაშინებთ!”
საპროტესტო აქციის პარალელურად, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც არიან მობილიზებული, რომლებსაც 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკაც დგას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია