რელიგიის სააგენტოს დელეგაცია უნგრეთში გაემგზავრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით დავითაშვილისა და იურისტი ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით, უნგრეთში გაემგზავრა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს, მიკლოშ შოლტეს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კომისარს, აკოშ კოზმას და უნგრეთის პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვეიკეიიმრეს.
დელეგაცია თბილისში 6 დეკემბერს დაბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მანქანა, რომელშიც ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა, რამდენიმე წუთით შეაფერხეს – ისინი სკანდირებდნენ: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“