“აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით?” – რას წერს ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აქციის მონაწილეებმა არც იციან რისთვის დგაგანან ქუჩაში.

“აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით?ევროპაში გვინდა? – კი, ჩვენც გვინდა. აბა, აქამდე ეს ევროპა ვინ მოიტანა თქვენამდე, თუ არა ჩვენ?!”ქართულ ოცნებასთან” ერთად არ გინდათ ევროპა?!აბა, “ნაცებთან” ერთად გინდათ? – იმდენად წამგებიანია ამის ხმამაღლა გაცხადება, რომ ვერ დაგაცდენინებთ კის.

ალბათ “ლელოსთან” ერთად გინდათ, რომლის წევრები გუშინ ორასი კაცის ბენზინით დაწვას გეგმავდნენ?”გახარიასთან” ერთად ხომ არა? გაიხსენეთ, რას ეძახდით გახარიას… გაგახსენდათ?!

ვანდალიზმით და ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით ვერ შევალთ ევროპაში!!!ჰოდა, აქცია, რომელსაც არ აქვს მოთხოვნა, არ აქვს მიზანი და შეუძლია ბავშვები საკუთარ ბრმა იარაღად გამოიყენოს, ვერ იქნება სამართლიანი, ვერც ღირსეული!!” – წერს წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს

მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს