ირაკლი კობახიძე – საქართველოში „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა დასრულდა – შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იქნება

საქართველოში „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა დასრულდა, ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მშვიდობა ამ ქვეყანაში. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
კითხვაზე, ვინ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს იქნება შესაბამისი უწყებების კომპეტენცია.
„ეს იქნება შესაბამისი უწყებების კომპეტენცია, პასუხისმგებლობა. ამაზე საუბარი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. არიან კონკრეტული პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, შესაძლო დანაშაული ამ დღეებში, ამიტომ საბოლოოდ პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თანამდებობის დატოვების შემდეგ რაიმე სახის სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაემუქროს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არის შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა.
„ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა. ამ კუთხით მოქმედ პრეზიდენტზე არ ვიფიქრებდი, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი