“ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს” – ჩუბინაშვილის ცენტრი

გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს.
“ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ისტორიულ მისწრაფებებს. 28 ნოემბრის განცხადებას 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უარის შესახებ მომდევნო დღეებში მოჰყვა ათიათასობით მოქალაქის საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც პოლიცია ძალის გადამეტებით არბევს. ფიზიკურად უსწორდებიან პროტესტის ათეულობით მონაწილეს. შექმნილ ვითარებაში საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს და მტკიცედ დადგეს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად,” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა