“ქართველებო, რასაც დღეს აკეთებთ, გმირობაა!” – კუციამ უკრაინული კლუბის მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიმართვა გაავრცელა

უკრაინული “ვერესის” 25 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ფეხბურთელის თქმით, ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.
“ძნელი დასანახია, რაც დღეს საქართველოში ხდება. ძალიან მტკივნეულია ამის შორიდან ყურება.
ჩვენ მომავალს მხოლოდ ევროპაში ვხედავ.
რასაც დღეს ქართველი ხალხი აკეთებს, გმირობაა. მე დავდგები იქ, სადაც ყოველთვის იდგება ქართველი ხალხი. მიყვარხარ, საქართველო, ჩემს გულში ხარ”, ‘ ციტირებს კუციას კლუბის ოფიციალური საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში