ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – 0,01 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა – 0.02 – 1,44 ევროთი/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
30 ნოემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,16 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.34 ევროს, დიზელის საწვავი – 1,93 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,80 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.96 ევროს, დიზელის საწვავი – 1,73 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,77 ევროს, დიზელის საწვავი – 1.70 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0,477 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,51 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,59 ევრო, დიზელის საწვავი – 0,60 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 1.173 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.80 ევროს , დიზელის საწვავი – 1.17 ევროს;
აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,621 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,90 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,30 ევროს; დიზელის საწვავი – 0,57 ევროს;
უკრაინაში – A-92 მარკის ბენზინი – 1,178 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,20 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.26 ევროს, დიზელის საწვავი – 1.13 ევროს;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.18 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.19 ევროს, დიზელის საწვავი – 1.21 ევროს.
მოლდავეთში – A-92 მარკის ბენზინი – 1,180 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1,19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,57 ევროს, დიზელის საწვავი – 1,04 ევროს.
ბელარუსში – A-92 მარკის ბენზინი – 0,644 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 0,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,73 ევროს, დიზელის საწვავი – 0,67 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის ბენზინი – 0,998 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,05 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.18 ევროს; დიზელის საწვავი – 1.04 ევროს;