საქართველოს მასშტაბით ხალხი ეწინააღმდეგება რუსულ მარიონეტულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ხალხის გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი!
„დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი!“- აცხადებს პრეზიდენტი.