Spotify კიდევ 1500 თანამშრომელი დაითხოვა

აუდიო სტრიმინგის სერვისმა Spotify-მ წელს მესამედ გამოაცხადა პერსონალის შემცირების შესახებ და დაახლოებით 1500 თანამშრომელს, ანუ მუშახელის 17%-ს გაათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანია ამ ნაბიჯს ხარჯების შემცირების აუცილებლობით ხსნის. მანამდე, იანვარში Spotify-მ 600 თანამშრომელი გაათავისუფლა და ივნისში კიდევ 200.
ამის შესახებ კომპანია ორშაბათს აცნობებს თანამშრომლებს. თანამდებობიდან გათავისუფლებულები მიიღებენ ანაზღაურებას დაახლოებით ხუთი თვის ხელფასის, შვებულების კომპენსაციისა და ჯანმრთელობის დაზღვევას სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდისთვის. კომპანია ასევე შესთავაზებს საიმიგრაციო მხარდაჭერას იმ თანამშრომლებს, რომელთა საიმიგრაციო სტატუსი დაკავშირებულია მათ სამუშაოსთან.