ლარის კურსი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ლარის კურსი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამ დროისთვის, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2,8750 ლარია, რაც ვაჭრობის დასაწყისის ( 2,81) კურსს 6,5 თეთრად აღემატება. ამ დროისთვის კომერციულ ბანკებში ლარის კურსი ერთ დოლარზე 2,91–2,95 ლარია.