“რეალი” სტუმრად “ბეტისს” დაუზავდა

ლა ლიგის მე-16 ტურში „ბეტისისა“ და „რეალის“ მატჩი 1:1 დასრულდა.
„რეალი“ 39 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ მატჩს 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონთან“ ჩაატარებს. თუ ხვალ „ჟირონამ“ “ბარსელონას” სძლია, ერთპიროვნულად გალიდერდება.
„სამეფო გუნდი“ ბოლო 14 შეხვედრაში დაუმარცხებელია – 11 მოგება და 3 ფრე.
ბელინგემმა „რეალში“ ყველა ტურნირზე 18 მატჩში 16-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ის 12 გოლით პრიმერას ბომბარდირია.
ბეტისი – რეალი 1:1
გოლები: 0:1 ბელინგემი (53), 1:1 რუიბალი (66)