კალაძემ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების” დირექტორს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა

თბილისის მერმა, მ ა(ა)იპ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების” დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
 გაერთიანების დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას.
“ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე კახა კალაძის პირადი და დამოკიდებულება მის მიმართ. შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიანებს სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი”, წერს ნინია მაჭარაშვილის ქმარი, დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე – ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს

გრიგოლ გეგელია პარტიის საბანკო ანგარიშის დაყადაღებაზე – ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, ამავე დროს, აჩვენებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე