ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. გზის დაგების პროცესს ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
საპერტიოს უბანში აქამდე მხოლოდ გრუნტის საფარიანი გზა იყო, ამჯერად კი ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის გზა ეწყობა, გზასთან ერთად წესრიგდება სანიაღვრე სისტემა. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 3 462 808 ლარია.
პარალელურად სამუშაოები ხორციელდება სოფელ ყულიშკარსა და ოქტომბერში.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან