გოგა მემანიშვილი სანქციებზე – საერთოდ არ ვღელავ

საერთოდ არ ვღელავ [სანქციებს თუ დამიწესებენ] , – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველები დღესაც კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
“საერთოდ არ ვღელავ. აქციის მსვლელობისას კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, როგორც აქამდე ვმოქმედებდით. დაკავებისას ადამიანმა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლოა, მიიღოს დაზიანება, მიზანმიმართული ქმედებები არ ყოფილა”, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
შეგახსენებთ, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შესვლას ვერ შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა