ყოველთვის ვიდგებით თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით – SMEDA პროტესტს უერთდება

“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA)” პროტესტს უერთდება. “ყოველთვის ვიდგებით თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით”, – ავრცელებს ასოციაცია სოციალურ ქსელში.
SMEDA-ის განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებით, სხვა პრობლემებთან ერთად, ჩნდება საფრთხე დაიკარგოს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რაც დასაგმობია.
“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA)” დგას საქართველოს ეროვნული ინტერესის სადარაჯოზე და მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გამყარებული.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპულ სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებით, ჩნდება საფრთხე დაიკარგოს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია და მასთან დაახლოებითა და თანამშრომლობის გამყარებით ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობა აქვს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გააუმჯობესოს, რაც თავსი მხრივ, ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აღნიშნული კი თავის მხრივ გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება, რამაც ასევე დააზიანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
SMEDA უერთდება პროტესტს! ჩვენ ყოველთვის ვიდგებით თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტების მიმართ”, – წერს “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…