პრემიერი – ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა – განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ.
„მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროტესტი არის თუ არა საფუძვლიანი, თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია