პრემიერი – როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია – იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს

როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესეც ისტერიკის გაგრძელებაა.
„ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, უბრალოდ, ამ ადამიანმა იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს, ამიტომ ყველა წითელ ზღვარს გადადის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია