ეს არის ძალაუფლების და ფინანსური აქტივების ვერ გაყოფის შედეგი, ახლა ეს ძალა ერთმანეთის ჭამაში გადაიღლება – ბექა ოდიშარია “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირება არასერიოზული და კომიკურია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ელექტორატის მოზიდვას ვერ შეძლებს. პარტიაში მიმდინარე შიდაგანხეთქილება კი, სახელისუფლებო გუნდის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოოდ ჩამოშლის.
“ეს არის კლასიკური ბოლშევიზმის და მენშევიზმის იდეოლოგიური დაპირისპირება, ეს არის ძალაუფლების და იმ ფინანსური აქტივების ვერ გაყოფის შედეგი. ახლა ეს ძალა ერთმანეთის ჭამაში გადაიღლება. საქართველო მათით დიდი ხანია გადაღლილია. ეს პროცესი არის ქართული პოლიტიკისთვის და ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იმიტომ, რომ ბოროტი უნდა მოცილდეს გზიდან საკუთარ ქვეყანას,” – აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში

ოპოზიციის გეგმის არარსებობა ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ