ალექსი პეტრიაშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტროში ირაკლი კობახიძე ვერაფერს გახდა და როგორც დამალულად შეიპარა, ისე დამალულად გაიპარა – ეს ყველაფერი უნდა გადაიზარდოს დაუმორჩილებლობაში და საყოველთაო გაფიცვაში

საგარეო საქმეთა სამინისტროში [ირაკლი ] ვერაფერს ვერ გახდა და როგორც დამალულად შეიპარა, ისე დამალულად გაიპარა, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
პეტრიაშვილის თქმით, მათ სურდათ სთან შეხვედრა, რათა აეხსნათ, თუ „რატომ არის ის რუსული რეჟიმის მონაწილე და ნაწილი“.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში ის [ირაკლი კობახიძე] ვერაფერს ვერ გახდა და როგორც დამალულად შეიპარა და ისე დამალულად გაიპარა. არა თუ ჩვენთან შეხვედრა ვერ გაბედა, მას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა არ შეხვდა. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და გადაიზარდოს დაუმორჩილებლობაში და საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც აუცილებლად ამ რეჟიმს დასასრულამდე მიიყვანს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება