ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს. სტუდენტებს რუსთაველის ქუჩის ორივე ზოლი პარალიზებული აქვთ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ბათუმის უნივერსიტეტს სხვა უმაღლეს სასწავლებლებიც შეუერთდნენ.
საზღვაო აკადემიის სასწავლებელთან ისმის შეძახილები – „გაიფიცე“.
„ბათუმის საზღვაო აკადემია „ქართული ოცნების” წნეხის ქვეშაა. ჩვენ უნდა გავხსნათ აკადემიის კარი, გავათავისუფლოთ თავისუფალი ადამიანები”, – აღნიშნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.
