გაფიცვა კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებული უფლებაა – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ უფლებებს აცნობს:
- გაფიცვის დროს, არ წყდება შრომითი ხელშეკრულება;
- გაფიცვის დასრულების შემდეგ დასაქმებული აგრძელებს მუშაობას იმავე პირობებით;
- თუ გაფიცვის უფლება დაირღვა, დასაქმებულს შეუძლია მიმართოს სასამართლოს;
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტები და სკოლების დიდი ნაწილი გაფიცულია. მოქალაქეები “ოცნების” მიერ, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და აქციის მონაწილეებზე ძალადობას აპროტესტებენ