ირაკლი კობახიძე – ქართული ჯარი, ქართული პოლიცია – ჩვენ სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

ქართული ჯარი, ქართული პოლიცია – ჩვენ სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ისე ზოგადად, ასევე, ჩვენ ჯარისკაცებზე და პოლიციელებზე ზრუნვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან ისაუბრა იმ უწყებებზე, რომლებზე ზრუნვაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება.
„ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გვაქვს სერიოზული გეგმები,მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, არსებული პროგრამების კიდევ უფრო დახვეწის და გაფართოების თვალსაზრისით. ამაზეც ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ.
სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ესეც არის, რა თქმა უნდა, ერთ ერთი სერიოზული პრიორიტეტი. გვაქვს ამბიციური გეგმები, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე. ეს არის პროექტი, რომელშიც დაიხარჯება დაახლოებით, 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალიტეტს, საბოლოო ჯამში, უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა, თავისი სხვა სივრცეებით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. ამაშიც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება.
რა თქმა უნდა, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია, ჩვენ სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ისე ზოგადა, ასევე, ჩვენ ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა მ.