ხელისუფლება დაადგა ბოროტების გზას. უნდა გავერთიანდეთ და მათ უკან დავახევინოთ – რესან ქიქავა

საგამოფენო სივრცე “ექსპო ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა წერს, რომ ხელისუფლება ბოროტების გზას დაადგა და მოსახლეობა ერთიანობით მათ უკან უნდა დაახევინოს. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა და იმ მოთხოვნებს ასახელებს, რომელიც ხალხმა ხელისუფლებას უნდა წაუყენოს.
“ბოლო მოვლენებამდეც ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატურაში.
მაგრამ ეს დიქტატურა არ იყო ტირანული, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში.
დიდად ოპოზიციაც არ მოგვწონდა, ან მთლად ნაცების დაბრუნების გვეშინოდა, გვქონდა პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც მომავლის იმედს გვაძლევდა და ეს ყველაფერი ამ არაკომპეტენტურ და ანომალიურ მმართველობას მეტ-ნაკლებად ასატანს ხდიდა.
ბოლო პერიოდში, უკვე ნათლად გაჩნდა როგორც ტირანიის ნიშნები, ასევე განულდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი.
განულდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებებით და კონკრეტული ქმედებებით. განულდა, მათ მიმართ ანგარიშვალდებულების გაქრობის მიზნით.
როდესაც ხელისუფლება ხდება მოძალადე, ძალადობის გზაზე მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ამ ძალადობასთან დაპირისპირებით და შეუგუებლობით.
დათმობა და შეგუება, ყოველთვის გამოიწვევს მეტ ძალადობას. მსხვერპლი აყალიბებს მოძალადეს დათმობით და შეგუებით.
დაივიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების გადადების პრობლემა, უვიზო რეჟიმის გაუქმება, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ეს ყველაფერი სისულელეა იმ საფრთხესთან შედარებით, რომლის წინაშეც ვდგავართ.
ხელისუფლება დაადგა ბოროტების გზას. ყველამ, მათ შორის ვინც მისი გულშემატკივარია, ან ნეიტრალური იყო აქამდე, უნდა აიმაღლოს ხმა ამის წინააღმდეგ.
ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ საკითხში, უნდა დავახევინოთ მათ უკან.
უნდა მოვითხოვოთ ძალადობის ფაქტების გამოძიება და მოძალადეების დასჯა, ევროკავშირთან კონფრონტაციის დასრულება და ანგარიშვალდებულების აღდგენა, განმეორებით ს დანიშვნა, უდანაშაულო (კონტექსტის შესაბამისად) პატიმრების გათავისუფლება, მათთვის და დაშავებულებისთვის ზიანის კომპენსირება და მათი რეაბილიტაცია”, – წერს რესან ქიქავა.