აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი “შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ვინც მსგავს დანაშაულს სჩადის.
”იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღებდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
შეწყალება მოიცავს ნებისმიერ პოტენციურ ფედერალურ დანაშაულს, რომელიც ჰანტერ ბაიდენმა 2014 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიდინა. შეწყალება ნიშნავს, რომ ჰანტერ ბაიდენს არ მიესჯება სასჯელი დანაშაულისთვის და მისი დაპატიმრების შანსი გამორიცხულია.
შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის „სრული და უპირობო შეწყალება“, რომელსაც ვერ გააუქმებს ახალი აპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობის რანგში მუშაობას ოფიციალურად 20 იანვარს შეუდგება.
CNN-ი წერს, რომ შვილის შეწყალებით, ჯო ბაიდენმა უარყო საჯარო დაპირება, რომელიც მან არაერთხელ დადო, მათ შორის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის არჩევნები მოიგო, რომ ის ჰანტერ ბაიდენს არ შეიწყალებდა.