ამერიკაში ჩვენი ელჩის გადადგომა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი – ზაალ ანჯაფარიძე

მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც -ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, -ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას.
მისი განცხადებით, ელჩი ვალდებულია, გაუძლოს სტერსულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა რაც არ უნდა მოხდეს. ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიცია ტრამპის გარემოცვასთან კონტაქტებს უკვე ეძებს, ამიტომ, საჭიროა აშშ-ში ახალი ელჩის დანიშნვა.
“მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ ის ვალდებულია გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა, რაც არ უნდა მოხდეს.
ოპოზიცია უკვე ეძებს კონტაქტებს ტრამპის გარემოცვასთან. ამიტომ, აშშ-ში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი და რომ იტყვიან ყოველმხრივ შემოწმებული (მათ შორის სტრეს ტესტზე) ელჩი. თუ რატომ, ვფიქრობ ბევრ ახსნას არ საჭიროებს” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში