საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის არაერთი სპორტსმენი გამოეხმაურა.
საკუთარი პოზიცია დაფიიქსირეს ნაკრების ფეხბურთელებმაც, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ქოჩორაშვილმა და სხვებმა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.
მათ შორისაა, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც დღევანდელ მატჩზე მაისურზე შემდეგი წარწერა ჰქონდა: საქართველო მე შენთან ვარ!!!
ნახეთ: